შავი ზღვის ქაშაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი ზღვის ქაშაყი

შავი ზღვის ქაშაყი – Caspialosa kossleri pontika 1835

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაშაყისებრნი
სახეობა: პონტოური ქაშაყი

ქერცლების გარდიგარდმო რიგი 52-57-ია. მუცლის ქაცვები – 30-36 (უფრო ხშირად – 33-34). ლაყუჩის ჩხირები – 40-73, უფრო ხშირად – 46-55. მალების რაოდენობა უროსტილის ჩაუთვლელად – 48-53, საშუალოდ – 50,6. სხეული დაბალი და წაგრძელებული ფორმისაა. კბილები განლაგებულია ყბებზე, ენაზე, სახნისზე და სასის ძვლებზე. ზურგი და თავი მომუქო ან შავია. აბსოლუტური სიგრძე 403 მმ-მდე აღწევს.

შავი ზღვის ქაშაყი გავრცელებულია შავი და აზოვის ზღვებში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ფარგლებში შავი ზღვის ქაშაყი გვხვდება ბათუმის სანაპიროებთან. მოიპოვება ანატოლიის სანაპიროებზე. ერთეული პატარა ეგზემპლარები შედიან აგრეთვე პალიასტომის ტბაში. გაზაფხულზე ქვირითობისათვის გადადიან დასავლეთ საქართველოს და აფხაზეთის ზოგიერთ მდინარეში.

სარჩევი

ტოფობა

ტოფობა მდინარეებში ხდება. ტოფობის დამთავრების შემდეგ მათი დაღუპვა (ზრდასრულების) შენიშნული არაა. ნაყოფიერება 10,1-14,1 ათასს, საშუალოდ 9,2 ათას ქვირითს შეადგენს.

განვითარება

ქვირითი ნახევრადპელაგურია, დიდი ყვითრის ირგვლივი სივრცე აქვს. ქვირითის დიამეტრი 2,58-2,86 მმ-ია. წყლის ტემპერატურის 13,19,6° პირობებში ქვირითის განვითარება 43-72 საათს გრძელდება. უფრო მაღალი ტემპერატურისას კი განვითარების ხანგრძლიობა მოკლდება. გამოჩეკილი ლარვები 3,11-3,27 მმ სიგრძისაა, ზომით 40 სმ-მდე აღწევს. სქესობრივ სიმწიფეს უფრო მსხვილი ფორმები 4-5 წლის ასაკში აღწევენ, იშვიათად 3 წლის ასაკშიც. წვრილ ქაშაყებში მამლები სქესობრივ სიმწიფეს ორი წლის ასაკში აღწევენ, ხოლო დედლები კი – 3 წლის ასაკში,

სარეწაო მნიშვნელობა

მთელ ნანადირევ თევზს ოდნავ ამარილებენ, აციებენ ან ყინავენ, რაც პროდუქტს ძვირფას თვისებას და გემოს ანიჭებს. მცირე ნაწილს ცივი შებოლვისათვის ხმარობენ. უმნიშვნელო ნაწილი კი კონსერვების დასამზადებლად არის გამოყენებული.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები