შავი იატაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი იატაკი

შავი იატაკიიატაკის კონსტრუქციული ნაწილი, შედგენილი სხვადასხვა მასალებისგან, რომლებიც ქმნიან მყარ საფუძველს სუფთა იატაკის (პარკეტის, ლამინანტის, ლინოლეუმისა და სხვ.) მოსაწყობად. შავი იატაკის კონსტრუქცია შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ორი ფენისაგან (წოლანებისა და კოჭებისაგან ან მარტო კოჭებისაგან). მაგ., კარკასული ხის სახლის შავი იატაკის მოსაწყობად, სათავსის ორ მოპირდაპირე კედლის ძირში, კედლებიდან 2 სმ-ის დაშორებით, თავისუფლად (ჩამაგრებების გარეშე) ათავსებენ წოლანებს (ლაგებს), რომლებიც ხის ფიცრული სარტყელით მიემაგრება კედლებს; წოლანებზე ეწყობა კოჭები 50-100 სმ-ის დაშორებით, ხოლო მათზე, შავი იატაკის ზედა ფენა – ფიცარფენილი. გრუნტსა და ფიცარფენილს შორის სივრცე ივსება ჰიდრო-, თბო- და ორთქლსაიზოლაციო ფენებით ისე, რომ ფიცარფენილს ქვევით დარჩეს 4-5 სმ საჰაერო სივრცე ვენტილაციისათვის. ლპობის საწინააღმდეგოდ, აუცილებელია, ხის ყველა ელემენტის დამუშავება ანტიპირენებით. შავი იატაკი ხის გარდა, შეიძლება იყოს ბეტონის, ბეტონპოლიმერის, პოლიმერის, კომპოზიტური და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები