შავი სციენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შავი სციენა – Sciaena umbra
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: Acanthuriformes
ოჯახი: სციენისებრნი
თევზის სახეობა სციენისებრთა ოჯახისა. გვერდით ხაზზე 60-61 ქერცლია. სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებულია. ზურგის პირველი ფარფლი მოკლეა, გრძელია, მჭიდროდ ეხება ზურგის მეორე ფარფლს და მასთან შეერთებულია. ანალური ფარფლი ზურგის მეორე ფარფლზე უფრო მოკლეა. კუდის ფარფლი მომრგვალებულია. პირი ქვედა ან ნახევრად ქვედა მდებარეობისაა. დინგი წამოშვერილია. ქვედა ყბაზე ულვაში არა აქვს. თავზე ფორები აქვს.
ხორცი თეთრია და საკმაოდ გემრიელი, განსაკუთრებით, ტოფობის დაწყების წინ. რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ნედლად ხდება. ნაწილობრივად წვრილ სხვა თევზებთან ერთად ამარილებენ. ამ თევზებისგან კონსერვების დამხადებაც შეიძლება.