შავი ღვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავი ღვია - Juniperus foetidissima Willd.

SaviRvia.PNG

შავი ღვიაც კვიპაროზისებრთა ოჯახიდანაა. ცოცხლობს სამას წლამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, კლდოვან და ქვიან ფერდობებზე. საქართველოში გავრცელებულ ღვიებს შორის ყველაზე მაღალია, 15 მ-მდე იზრდება და ხშირად სწორედ ხის სახით გვხდება.

შავი ღვია მარადმწვანეა. ის ეკუთვნის ღვიების ჯგუფს, რომელიც, წითელი ღვიისგან განსხვავებით, წიწვისებრი ფოთლის ნაცვლად ქერქლოვან ფოთოლს გივითარებს. ქერქლი ძალიან პატარა ზომისაა, წაწვეტებული, ზედა მხარეს ამოზნექილი. მდედრობითი გირჩის დიამეტრია 10-12 მმ. გირჩი წითურია, მომწიფებისას შავდება და მოთეთრო ნაფიფქი გადაეკვრება ხოლმე.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები