შავჩოხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავჩოხა

შავჩოხა - (Lycopsis orientalis L. = Anchusa arvensis subsp. orientalis [L.] Nordh.); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია, დატოტვილი, სიმაღლე 10-40 სმ-ია. მთელი მცენარე შებუსულია უხეში ბეწვით. ფოთლები მოგრძო, ოვალური ფორმისაა, ძირითადად, კიდემთლიანი, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე. ყვავილედი მცირეყვავილიანია. გვირგვინი ლურჯი ფერისაა. ყვ. V; ნაყ. VII. მცენარე გავრცელებულია მშრალ ფერდობებზე, მინდვრებსა და საძოვრებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები