შავჩოხა (სოკო)
შავჩოხა – (ლათ. Russula adusta Fr.), სოკოს სახეობა ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.
5-15 (25) სმ დიამეტრიანი ახალგაზრდა ქუდი ამობურცულია, შემდგომ ამობურცულ-გაშლილი, ცენტრში განივ რძაბრისებურად ჩაღრმავებული, ხშირად არალორწოვანი, ნაცრისფერი, ხანში შესვლისას მუქდება შავფრამდე, გლუვი კიდეებით, კანი არ ძვრება.
ფირფიტები ფეხზე მიზრდილი ან მასზე ოდნავ ჩამოზრდილია. ხშირი, თხელი, ვიწრო, არათანაბარი სიგრძის, თეთრი, შემდგომ მორუხო, ხელის დაჭერით შავდება. 3-5 სმ სიმაღლისა და 2,5-3 სმ სიმსხოს ფეხი თავისსავე ქუდისფერია.
რბილობი მკვრივი და თეთრია, გადანაჭერზე და ხანში შესული ჯერ მოვარდისფრო- ნაცრისფერი ხდება, შემდეგ კი შავდება, გემოთი მოტკბოა. ფირფიტები ძალიან ცხარეა. სპორების ფხვნილი მორუხოა.
იზრდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში უპირატესად ფიჭვნარებში, ხშირად ჯგუფებად, ზაფხულ-შემოდგომაზე.
საჭმელად მხოლოდ დამწნილებული გამოიყენება.