შაიშმელაშვილი სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო შაიშმელაშვილი

შაიშმელაშვილი სანდრო − (1928), პოეტი. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. წლების მანძილზე მუშაობდა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ლოგოპედიური ცენტრის გამგედ. მან სკოლის მოსამზადებელი ჯგუფისთვის შეადგინა მეტყველების ფონეტიკური წყობის განუვითარებელ ბავშვთა სწავლების პროგრამა. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ასევე აღსანიშნავია მისი წერილები: „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტისათვის“; „რეპრესირებული სტროფისათვის“ („ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის გამო); „ილია ნეგატიურ მოვლენათა შესახებ“; „ილია და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია“; „სულხან-საბა ორბელიანის წერა-კითხვის სწავლის სისტემა“; „რეზო ინანიშვილთან საუბრების ანარეკლი“; „ალაფალა“ და სხვა. ეს წერილები სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნდა. ესენია: „კრიტიკა“, „საქართველოს სოფლის მეურნეობა“, „სახალხო განათლება“, „სკოლა და ცხოვრება“, „ანეული“.


ანა-ბანა
როდესაც ღმერთმა ადამ ქმნა, პირველი ადამიანი,
ბინად ედემი უბოძა, ვარდოვან-უკვდავ-ხიანი,
ადამმა ევა წარმოშვა, სიტყვა აგორდა ფხიანი,
შესციცინებდნენ ქვეყანას, ცას კეთილ-თვალებ-ღიანი;
მაგრამ დაკარგეს ედემი; გესლი სწვდათ ბოროტხმიანი.
„პირველად იყო სიტყვა“ და
თვით სიტყვა ღმერთის ხნიანი,
„ა“ ბგერით მოყოლებული ჰაემდე ანბანიანი,
სხვადასხვა ხმებით ნაგები ერთი თუ ორცნებიანი,
დასაბრუნებლად ედემის, ამაო ოცნებიანის,
იგემეს ვაშლი ედემის! ნატვრა აღმოჩნდა გვიანი.
მას აქეთ წელი გაფრინდა ურიცხვი აპანიანი,
იბერიელნი ჩამოდგნენ ძველ მამა-პაპანიანი,
გადმოჰყვათ ათამ პაპისგან სახელი ადამიანი,
ენას ხვეწავდა სათქმელად, მას მოჰყვა დამწერლიანიც.
სხვაგან რას ვეძებთ, გვიმოწმებს ფარნავაზ-საბანიანნი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები