შამელაშვილი რაფიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაფიელ შამელაშვილი – (15 აგვისტო 1922, სოფ. ბანია, მარტვილის რ-ნი, – 9 აპრილი 1994, ქუთაისი), ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

დაამთავრა სოფელი ბანძის საშუალო სკოლა (1938), ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედინსტიტუტი (1950), ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიურ სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში (1955-58). იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ახალციხის რ-ნსა და ქუთაისში (1950–55), სასკოლო ინსპექტორი ქუთაისის ოლქის განათლების განყოფილებაში, ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი (1959-63), დოცენტი (1963–72), ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის პროფესორი (1973–94). იკვლევდა ქართული ენის სტრუქტურის, ლექსიკოლოგიის, მწერლის ენის, ქართული ენის ტოპონიმიკის, ონომასტიკის, ტერმინოლოგიის, მეტყველების კულტურის, ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებს, ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქეს 1500-სე მეტი სტატია, რეცენზია; ავტორია 19 მონოგრაფიისა.

ლ. კვანტალიანი



თხზულებები

  • განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები ქართულში და მათი სწავლების მეთოდიკა. თბ., 1958;
  • აკაკი წერეთლის ენის შესწავლა სკოლაში, ცხინვალი, 1962;
  • თანამედროვე ქართული ენის ლექსიკა, თბ. ნაკე. 1 – 1972, II – 1974, III – I978, IV – 1988;
  • ენათმეცნიერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი, თბ., 1975;
  • მეტყველების კულტურის ზოგიერთი საკითხი. თბ., 1980;
  • მეთოდური მითითებანი ქართულ ენაში (სახელმწიფო გამოცდებისათვის), თბ., 1984;
  • მეტყველების განვითარების საკითხები რვაწლიან სკოლაში, თბ, 1986.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები