შანიძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შანიძე დიმიტრი

შანიძე დიმიტრი — (დ. 8 თებერვალი, 1937, წყალტუბო — გ. 18 ნოემბერი, 2010), ქართველი სპორტსმენები, ძალოსანი (60 კგ). XIX და XX ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი). მსოფლიოს ჩემპიონი (1973) და მეორე პრიზიორი (1974). მსოფლიოს ჩემპიონატში აკვრაში მოიგო მცირე ოქროს მედალი (1969). ევროპის ჩემპიონი (1972) და ოთხგზის მეორე პრიზიორი (1968, 69, 71, 74). ევროპის ჩემპიონატებში მოგებული აქვს სამი მცირე ოქროს მედალი (1972 ­ ატაცსა და აკვრაში, 1973 ­ აკვრაში). სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969­-74) და ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 75). დამყარებული აქვს მსოფლიოს სამი რეკორდი: ორი აკვრაში ­ 153,5 კგ (1971), 156,0 კგ (1972) და ერთი სამჭიდში ­ 402,5 კგ (1972). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები