შანსერელი ლეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შანსერელი ლეონ - (ფრ. CHANSERELLE LÉON. 1886 - 1965). XX საუკუნის ფრანგი თეატრის მკვლევარი, რეჟისორი და პედაგოგი.

შანსერელი იყო თეატრის ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარე. მისი სადოქტორო დისერტაცია შუასაუკუნეების რელიგიურ თეატრს მიეძღვნა. მრავალი წელი თანამშრომლობდა ჯგუფ კარტელის რეჟისორებთან, ცდილობდა შეექმნა ნაციონალური თეატრი ბავშვებისათვის, წერდა მათთვის პიესებს, აკეთებდა კლასიკურ ნაწარმოებთა ინსცენირებას. მისი საერო მოღვაწეობა, რომელიც წმინდა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, იწვევდა და იწვევს თანამემამულეთა პატივისცემას. თუმცაღა მას ხშირად ნაკლად უთვლიდნენ მის სტატიებში არსებულ დამრიგებლურ ტონს, ზოგიერთ უაპელაციო კრიტიკულ განსჯას და პროგნოზს.

ლეონ შანსერელი გარდაიცვალა 1965 წელს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები