შაპიტო (ცირკი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შაპიტო – (ფრანგ. chapiteau – ხუფი), გადაადგილებადი საცირკო ნაგებობის სახეობა. შაპიტოს ჩვეულებრივი კონსტრუქცია შედგება მაღალი ცენტრალური ანძებისა და გვერდითი საყრდენი დგარებისაგან, რომელზეც სხვადასხვა სტანდარტული ნაწილების და სამაგრების მოშველიებით გადაჭიმულია ბრეზენტის კარავი.
შაპიტოს ცენტრში განთავსებულია მანეჟი, ირგვლივ მაყურებელთა ადგილები. შაპიტოს აწყობა და დაშლა ხდება მინიმალურად მოკლე დროში. შაპიტოს პირველსახე იყო მე-19 ს. 40-იან წწ. პარიზში ელისეს მინდვრებზე არსებული საზაფხულო ცირკი. მე-20 ს. 50-იანი წწ. პრაქტიკაში მკვიდრდება შაპიტოს ახალი კონსტრუქცია, სადაც ბრეზენტის კარავი მაგრდება დიურალუმინისგან შექმნილ მსუბუქ საყრდენებზე.