შარაბიძე ოლღა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შარაბიძე ოლღა - ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში (დირექტორი დ. ქუთათელაძე) ხელსაქმის შტატის მასწავლებელი იყო, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა როგორც პედაგოგთა შორის, ასევე საზოგადოებრივი საქმიანობის თვალსაზრისით. ახალგაზრდა პედაგოგი ძალას არ ზოგავდა პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამ მიზნით, 1917 წელს იყო პეტროგრადში საზოგადოება „ბაგატირის“ საგიმნასტიკო ინსტიტუტში, ასევე გაიარა ხელსაქმის კურსები. ქალთა II გიმნაზიასთან ერთად დაინიშნა საზოგადოება „სინათლის“ ქალთა გიმნაზიაში ხელსაქმის მასწავლებლად. (დოდო ჭუმბურიძე)
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 1368.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი