შარია პეტრე
პეტრე შარია – 1909-1979 – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1932), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1945), დაიბადა სოფელ თაგელონში (გალის რაიონი), დაამთავრა ჯერ ზუგდიდის უმალლესი დაწყებითი სკოლა, ხოლო შემდეგ - სოხუმის საოსტატო სემინარია. 1922-1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, 1924-1926 წლებში - მოსკოვის კომუნისტური აღზრდის აკადემიაში, 1926-1929 წლებში გაიარა რუსეთის სამეცნიერო ინსტიტუტთა ასოციაციის ასპირანტურა, პარალელურად ასწავლიდა ფილოსოფიურ საგნებს მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში. 1929 წელს მუშაობა დაიწყო კომუნისტური აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1930 წელს ბრუნდება საქართველოში და ასწავლის ფილოსოფიურ საგნებს, არის კათედრის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამავე წლებში პ. შარია ჩაერთო პარტიულ მუშაობაში, ეკავამაღალი თანამდებობები საქართველოს პარტიულსა და სახელმწიფო იერარქიაში. 1946 წელს დაინიშნა ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორად. ამ თანამდებობაზე იგი 1948 წლამდე მუშაობდა, ხოლო 1952 წლამდე ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. 1953 წელს პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ 1966 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.
თხზულებები
- „კანტის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები“ (თბილისი, 1935);
- „ჰეგელის ფილოსოფია მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების შეფასებით" (თბილისი, 1944);
- „რუსთაველის მსოფლმხედეელობის ზოგიერთი საკითხი“ (თბილისი, 1966);
- „რუსთაველის პოეტიკა“ (თბილისი, 1973).