შაშმაკომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შაშმაკომ-ი – (ტაჯიკ. шашмақом), 6 მრავალნაწილიანი ვოკალურ-ინსტრუმენტული სიუიტისაგან (მაკომისაგან) შედგენილი ციკლი ტაჯიკებთან და უზბეკებთან. სიუიტების სახელწოდება შესაბამისი 6 ძირითადი კილოს დასახელებიდან გამომდინარეობს. ციკლის სახით შაშმაკომი ჩამოყალიბდა არა უგვიანეს XVI საუკუნისა.