შებოლილი სულუგუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შებოლილი სულუგუნი

შებოლილი სულუგუნი - საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბოლად განკუთვნილ სულუგუნს ორი კვირის განმავლობაში ამყოფებენ მარილწყალში, აშრობენ და შესაბოლად გადააქვთ სპეციალურ საბოლავ კამერაში. ბოლის წყაროდ გამოიყენება ისეთი ჯიშის ხის მერქანი, რომელიც ფისს არ შეიცავს. შებოლვა გრძელდება 7-8- დღე, 25-28 გრადუს ტემპერატურაზე. შებოლვის ახალი ტექნოლოგია ითვალისწინებს უკვამლო საბოლავი პრეპარატების გამოყენებას, რის შედეგადაც უმჯობესდება ყველის ხარისხი;

შებოლილი სულუგუნი გამოირჩევა სპეციფიკური არომატით და სურნელით. მისი კონსისტენცია მაგარია, არ იფხვნება, რამდენადმე ელასტიურია, გული მოყვითლო ფერისაა, ხოლო ქერქი - ოქროსფერ-მოყავისფრო. მის მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა, სულ ცოტა 45%-ს უნდა შეადგენდეს, ტენისა - არა უნეტეს 35%-ს და სუფრის მარილისა - 3%-ს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები