შედარება (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შედარება - (compare) – ამოსავალ მონაცემთა ურთიერთდაპირისპირება საწარმოთა სამეურნეო საფინანსო საქმიანობის შესწავლის მიზნით.
შედარების აუცილებელი პირობაა ერთგვაროვნება და შესაბამისობა, შესადარის მაჩვენებლებში მათი განზოგადება. ეკონომიკური მოვლენების ერთმანეთთან შედარება მოვლენის ხარისხობრივი დახასიათების საშუალებას იძლევა. ეკონომიკური ანალიზის პროცესში ფაქტობრივი მონაცემების შედარება ხდება გეგმასთან, წინა წლების საბაზისო პერიოდის, საუკეთესო, საშუალო ან სხვა ანალოგიურ მაჩვენებლებთან.