შედეგზე ორიენტირებული სწავლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შედეგზე ორიენტირებული სწავლება - შედეგზე ორიენტირებული სწავლება არის სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების მოდელის შემადგენელი ნაწილი.

შედეგებზე ორიენტირებული სწავლების მოდელი განსხვავდება ტრადიციული მოდელისაგან. აქამდე არსებული სასწავლო პროგრამები და სტანდარტები მეტწილად განსაზღვრავდა ინფორმაციის მოცულობას, რომელიც მოსწავლეს უნდა შეეძინა თითოეული კლასის მიხედვით. ასეთი მიდგომა არ გულისხმობდა ამ ინფორმაციის გამოყენების მნიშვნელობას. ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია შედეგზე (ანუ რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მოსწავლე თითოეულ საფეხურზე) და ამ შედეგის დემონსტრირებაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ დასახული სტანდარტის შესრულება ითვალისწინებს ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობების დემონსტრირებას. მოსწავლემ არა მარტო უნდა შეძლოს არა მხოლოდ იმის ჩვენება, რომ იგი გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, არამედ ისიც, რომ მას შეუძლია ამ ინფორმაციის ეფექტურად და ზნეობრივი პრინციპების საფუძველზე გამოყენება.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები