შედევრები და საუკუნეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შედევრები და საუკუნეები

შედევრები და საუკუნეები

წიგნში თავმოყრილია ხელოვნების შედევრები, ისეთი მხატვრული ქმნილებები, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ხელოვნების ისტორიაში. ყოველი მათგანი ეპოქის ეტაპური ძეგლია, რომელმაც მნიშვნელოვანად განსაზღვრა ამა თუ იმ დარგის ხელოვნების განვითარება. ძალზე ძნელი იყო მსოფლიო ხელოვნების საგანძურიდან, რომელიც ესოდენ მდიდარია დიდებული ქმნილებებით, აგვერჩია ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული. ამ განძიდან ყურადღება შევაჩერეთ იმ მხატვრულ ქმნილებებზე, რომელთა გაცნობა უთუოდ გაგამდიდრებთ სულიერად, აგამაღლებთ. სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის ხელოვნების ნაწარმოებებთან ურთიერთობა ჩაგახედებთ მხატვრული შემოქმედების გასაოცარ სამყაროში, გაგრძნობინებთ ადამიანის თავისუფალი შემოქმედების მთელ სიდიადეს. ამ მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა დაგაახლოვებთ ხელოვნების ძეგლებთან, გაგილვიძებთ მხატერის ჩანაფიქრში წვდომის სურვილს. ხელოვნების გამორჩეულ ნაწარმოებთა მაგალითზე შევეცდებით ვეზიაროთ მშვენიერებას, ამოვიკითხოთ შუა საუკუნეების ტაძრის მონუმენტურ არქიტექტურულ ფორმებში, ბიზანტიური მოზაიკის თვალისმომჭრელ ელვარებასა და ქართველი ოქრომჭედლების ნატიფ ქმნილებებში გარდასულ ეპოქათა სუნთქვა. უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ მხატვრულ ნაწარმოებთა ჰარმონიის შეგრძნება, ყოველ მათგანში შემოქმედის მღელვარე სულის გამოცნობა.


ავტორი: მაჩაბელი, კიტი

რედაქტორი: ვახტანგ ბერიძე

გამომცემელი: თბილისი: ნეკერი 2001


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები