შედოკები (ციტრუსის სახეობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pompelmusa (ესპანური)

შედოკები - Citrus grandis Osb. სინონიმები: C. decumana Murray et. Wild C. maxima (Burm) Merrill.

ხალხური სახელები:

  • Pampelmoes (ჰოლანდიური),
  • Sheddock (ინგლისური),
  • Pompelion (ფრანგული),
  • Pompelmusa (ესპანური),
  • Adamsaphel (გერმანული),
  • Buntan (იაპონური)

როგორც ავღნიშნეთ, შედოკები და გრეიპფრუტები წინათ ერთ სახელწოდებას ატარებდნენ. ზოგი მეცნიერი: ფერარიუსი (1946 წ,) ვოლკამერი (1708 წ.) მათ ერთმანეთისაგან არ არჩევდა. 1921 წელს მარკოვიჩმა შემოიღო ახალი კლასიფიკაცია, რომლითაც ამ ჯგუფს შერჩა სახელწოდება Citrus grandis Osb.

შედოკის წარმოშობის ადგილი საბოლოოდ გამორკვეული არ არის. ჩვენში გავრცელებულია შედოკების რამდენიმე ფორმა.

სარჩევი

ხე

შედოკები წარმოადგენენ საკმაოდ მოზრდილ ხეებს, 8–10 მეტრის სიმაღლის, სქლად დატოტიანებული, მრგვალი, ბურთისებრი მოყვანილობის ვარჯით. ნორჩი ყლორტები და ფოთლები, როგორც წესი, შებუსვილია ნაცრისფერი ან ღია მწვანე ბუსუსებით.

ფოთოლი

ფოთლები ღია მწვანეა, ფართო ფირფიტიანი, 20 სმ. სიგრძისა. ფოთლის ფუძე მომრგვალებულია, ფირფიტა ოვალური ან მოგრძო კვერცხისებრია; ფოთლის კიდე უმეტეს ნაწილად მთლიანია; ფოთლის ზედაპირი მბზინვარეა, ფირფიტა სქელი, მკვრივი – ტყავისებრია. ფრთები ძალიან ფართო, გულისმაგვარია; ზედა ნაწილი გადამეტებულია და ამოფარებულია ფოთლის ფირფიტის ფუძეს.

ყვავილი

ყვავილი მსხვილია, შებუსვილი; ჯამის ფოთოლაკები სქელია და შეზრდილი, გვირგვინი სქელფურცლიანია, ფართო, ორივე მხრივ ბლაგვწვერიანი, თეთრი, მოფენილი მსხვილი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით.

ნასკვი შებუსვილია, მოგრძო და მრავალბუდიანი; ბუტკო მაგარი და მსხვილსვეტიანია, რომელიც ფართო და მსხვილი დინგით ბოლოვდება. მტვრიანები მრავალია. მტვრის პარკები ორბუდიანია, მრავალი, უხვი და საღი მტვერით. დინგი ღრუბლისებრია, უხვლორწოიანი.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები