შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) - (limited liability company) - ორგანიზაცია, შექმნილი იურიდიული ან ფიზიკური პირების შეთანხმების საფუძველზე, მათი კაპიტალის გაერთიანების გზით სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. შპს უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ ორი წევრისაგან. საზოგადოება იქმნება და მოქმედებს სადამფუძნებლო ხელშეკრულებისა და წესდების საფუძველზე, იძენს იურიდიული პირის უფლებას რეგისტრაციის მომენტიდან. დადგენილი წესის თანახმად, შექმნილი წმინდა მოგება საზოგადოების წევრებს შორის ნაწილდება პროპორციულად, საწესდებო ფონდში მათი წილის შესაბამისად. საზოგადოების უმაღლესი ორგანოა მონაწილეთა კრება ან მათი წარმომადგენლები, რომლებსაც წელიწადში ორჯერ ირჩევენ. კრება განსაზღვრავს საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, წესდებაში შეაქვს ცვლილებები, ამტკიცებს გეგმებსა და ანგარიშებს, ირჩევს აღმასრულებელი ორგანოებისა და სარევიზიო კომისიის წევრებს.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები