შეკიდებული გზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეკიდებული გზა – ასაწევ-გადასაადგილებელი სატრანსპორტო ნაგებობა შეკიდებული ბაგირებით ან მონორელსებით, რომლებიც განლაგებულია საყრდენებზე მიწის ზედაპირიდან ზევით. შეკიდებული გზის აწყობენ აუცილებლობის შემთხვევაში ისეთი ადგილებისათვის, სადაც წინააღმდეგობის დასაძლევად უმოკლესი გზაა საჭირო (წყალი, ჭაობი, ხრამი, ხეობა და სხვ.). ემსახურება მგზავრებისა და სხვადასხვა ტვირთის გადაადგილებას. მოძრავ შემადგენლობას შეადგენს შეკიდებული ურიკები, ვაგონები ან სავარძლები (მგზავრებისათვის). ერთრელსიანი შეკიდებული გზა უმეტესად იგება საწარმოებში, საამქროებში, შახტებში და ა.შ. ასეთი გზის დანიშნულებაა გაათავისუფლოს სათავსის იატაკის ფართობი სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის და ხელი შეუწყოს შიგა სივრცის სრულ გამოყენებას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები