შეკრება გასვლის წინ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეკრება გასვლის წინ
1. პროცესი, რომლის დროს საზღვაო-სადესანტო ან საჰაერო-სადესანტო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფები ერთად დაჯგუფდებიან ან თავს მოიყრიან. თუ შესაძლებლობის შემთხვევაში გადაადგილდებიან დროებითი დაბანაკების ადგილებისკენ, რომლებიც განლაგებულია ჩატვირთვის პუნქტებთან ახლოს, საბოლოოდ მოემზადებიან ბრძოლისთვის ან ტრანსპორტში ჩასასხდომად.
2. მარაგის და/ან აღჭურვილობის შეგროვების და ორგანიზების პროცესი. განსაკუთრებით ეს შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ გადაადგილებისთვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017