შეკრების რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეკრების რაიონირაიონი, სადაც ხდება ჯარების თავმოყრა შემდგომი მოქმედებებისათვის მომზადების მიზნით. ტერიტორია, რომელიც ენიშნება:

  • ნაწილს - სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის დროს;
  • ბატალიონს – სარკინიგზო, წყალსანაოსნო და საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის შემდეგ გადმოტვირთვისას;
  • ბატალიონს და ასეულსჯარების შეცვლისა და დესანტირების დროს.

სამხედრო-საზღვაო ძალებში შეკრების რაიონები ენიშნებათ სადესანტო ხომალდებს დესანტის ფორმირების რაიონებში მათ გაშლამდე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები