შელკოვნიკოვი გრიგოლ
გრიგოლ არტემის ძე შელკოვნიკოვი (მეტაკსიანი) − (28.07.1867-1920), სომეხიგენერალ-მაიორი (30.09.1917).
დაიბადა ქ. ტფილისში. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. ჯარში მსახურობდა 1885 წლიდან. დაამთავრა პავლოვსკის I სამხედრო სასწავლებელი.
1886 წლიდან მსახურობდა ტამანის 150-ე ქვეით პოლკში.
1912 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1914 წლამდე მსახურობდა ყაბარდოს მე-80 ქვეით პოლკში.
1914 წლიდან მსახურობდა ერევნის ლაიბ-გვარდიის მე-13 პოლკში. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში.
1915 წელს დაინიშნა კავკასიის მე-9 მსროლელი პოლკის მეთაურად.
იმავე წლის 7 დეკემბერს დაინიშნა ვალუისკის 290-ე ქვეითი პოლკის მეთაურად.
1918-1920 წლებში მსახურობდა სომხეთის არმიაში.
სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის თებერვალში დააპატიმრეს. მომდევნო ბედი უცნობია.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო წმ.გიორგის IV ხარ. ორდენით (1916 წლის 7 იანვარს) და რუსეთის ორდენებით. წმ.სტანისლავისII ხარ. (1910); წმ.ანას III ხარ.(1905); წმ. ვლადიმერის IV (1915) და III ხარ. (მახვილებით - 1916).