შემაკავებელი ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შემაკავებელი ბრძოლა - ზოგჯერ ლიტერატურასა და სხვა ბეჭდვით გამოცემებში შეიძლება წავაწყდეთ ზოგიერთი ქვეყნის არმიაში მიღებულ ტერმინს „შემაკავებელი ბრძოლა“, რომელიც XX საკუკუნის 70-იან წლებამდე გამოიყენებოდა. ეს ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ შენაერთებს, ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შემაკავებელ პოზიციებზე უკან დახევისას, ხანმოკლე დროის მანძილზე, მოწინააღმდეგის მთავარი ძალების შეკავებისა და მათთვის მაქსიმალურად შესაძლო დანაკარგების მიყენების მიზნით.