შემოკვრა (ბალეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შემოკვრა – ტერმინი, რომელიც გამოყენება კლასიკური ცეკვის ხტუნვითი მოძრაობების ჯგუფისათვის, სადაც ნახტომის დროს ფეხები გადაჯვარედინებულ მდგომარეობაში ერთმანეთს მიერტყმევა (ერთხელ, ორჯერ ან მეტჯერ). შემოკვრათა ჯგუფში შედის ანტრაშა, პა ბატიუ (საცეკვაო ნახტომები გართულებული შემოკვრით), პა ბრიზე (ჟეტე-ბატიუს თავისებური სახესხვაობა).