შემომეყარა ყივჩაღი (ბალადა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შემომეყარა ყივჩაღი – საგმირო ბალადა. გენეზისით აღმოსავლეთ საქართველოს უკავშირდება და სხვადასხვა ვარიანტად არის გავრცელებული. ყველაზე ვრცელია სასხორში ჩაწერილი ტექსტი. ლექსის დასაწყისში ქართველი მოყმის ჰუმანური სულისკვეთება და სტუმართმოყვარეობაა გადმოცემული:

შემომეყარა ყივჩაღი სამზღვარს მუხრანის გზისასა,
პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა,
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი ხოხობისასა,
ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა,

ყივჩაღი ქალს უტიფრად მოექცევა, ეს კი კონფლიქტის მიზეზი ხდება. მოყმე ყივჩაღს ჰკლავს.

ვარიანტებში ბალადას სხვადასხვანაირი დაბოლოება აქვს. ზოგან ბრძოლის ფინალი მოყმის გამარჯვებით მთავრდება, ზოგან კი ურთიერთშერკინება ორივე მოპირდაპირისათვის ტრაგიკულია. უფრო ხშირად მოქმედების ადგილად „მუხრანის სამზღვარია“ დასახელებული. აქა-იქ ყივჩაღის სახელიც სხვადასხვანაირად არის მოხსენიებული („ხირჩლა“, „ყინჩა“, „ყიბრაგი“ და სხვ.).

გ. შეთეკაური



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი ქართული ხალხური სიტყვიერების“ ისტორიას თბ.,. 1956, გვ. 335–338მ;
  • გ. კალანდაძე, ქართული ხალხური ბალადა, თბ., 1957, გვ. 42-47:
  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, თბ., 1961, გვ. 363-364;
  • გ. შატბერაშვილი, ჭაშნიკი, თბ., 1964, გვ. 253-286
  • ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ.,. 1965, გე. 111–112.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები