შემოსავლების ეფექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შემოსავლის ეფექტი - (income effect), საქონლის ფასების ცვლილება ამცირებს ან ზრდის მომხმარებლის რეალურ შემოსავალს. მომხმარებელი რეალური შემოსავლის ცვლილების საპასუხოდ ყიდულობს ნაკლებ (ან მეტ) საქონელს, მათ შორის მასაც, რომელზედაც შეიცვალა ფასი. ამას ეწოდება ფასების ცვლილებით გამოწვეული შემოსავლის ეფექტი.