შემოსავლიანი ადგილი (ოსტროვსკი)
„შემოსავლიანი ადგილი““ – რუსი დრამატურგის ალექსანდრე ოსტროვსკის 5-მოქმედებიანი კომედია, პირველად გამოქვეყნდა 1856 წელს.
პიესის დადგმა რუსულმა საიმპერატორო ცენზურამ აკრძალა, მხოლოდ 6 წლის შემდეგ მოიპოვა ავტორმა მისი განხორციელების უფლება ალექსანდრინსკის თეატრის სცენაზე ელიზაბეთ ლევკეევას საბენეფისოდ. პიესა იმავე წელს დაიდგა მოსკოვის მცირე სცენაზეც ეკატერინა ვასილევას საბენეფისოდ.
დრამატურგიული ნაწარმოების მთავარი გმირი ახალგაზრდა ამბიციური ჩინოვნიკი ჟადოვია. მას იდეალისტური შეხედულებები აქვს სამყაროზე, არ სურს აიღოს ქრთამი, ისარგებლოს პროტექციით. ჟადოვი მზადაა იცხოვროს ღარიბულად, მაგრამ პატიოსნად. მალე ჟადოვი ექცევა გარშემომყოფთა ზეგვალენის ქვეშ, რომლებიც ეუბნებიან, რომ მატერიალური კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრინციპები. პარალელურად ის სულ უფრო მეტს კამათობს თავის ცოლთან - პოლინასთან. ბოლო აქტში ჟადოვი იძულებულია დასთანხმდეს ცოლს და მოძებნოს შემოსავლიანი ადგილი ისე, რომ არ უღალატოს პრინციპებს. ჟადოვს მიაჩნია, რომ ყველა თაობაში არიან წესიერი ადამიანები, მაგრამ ესმის მისი მეუღლისაც, რომელსაც სიღარიბე დისკომფორტს უქმნის. ის იძულებულია, გაუშვას ცოლი. თავის მხრივ, პოლინა ირწმუნება, რომ არ აპირებდა მის დატოვებას და ის მხოლოდ ნათესავების რჩევას ითვალისწინებს.
პიესა პირველად კაზანის თეატრში 1857 წელს დაიდგა. შემდეგ ალექსანდრინსკის თეატრში, 1863 წელს.