შემრევი (მშენებლობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შემრევი – სტაციონარული ან მობილური მოწყობილობა, რომლის მეშვეობით რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი ტექნოლოგიური პროცესით მიიღება ერთგვაროვანი მასა. შემრევი არის მექანიკური, აირული და კომბინირებული; მუშაობის რეჟიმის მიხედვით – პერიოდული და უწყვეტი მოქმედების; ტექნოლოგიური დანიშნულების მიხედვით – თხევადი მასალების, მშრალი ფხვნილისებრი მასალების და უხეში დისპერსიული სუსპენზიების მოსამზადებელი. შერევის ხერხის მიხედვით არსებობს შემრევის იძულებითი (ნიჩბების საშუალებით) და გრავიტაციული (მბრუნავ დოლში ნარევის ატანა-ვარდნით) ტიპები.