შენო პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ შენო

შენო პიერ - (ფრ. Chesnot Pierre). XX საუკუნის ცნობილი ფრანგი მსახიობი და კომედიოგრაფი.

პიერ შენო დაიბადა 1935 წელს პარიზში. 1960 წელს შედგა მისი დებიუტი, როგორც შანსონიესი. იგი, როგორც ავტორი და შემსრულებელი, სხვადასხვა ვარიეტეს პროგრამებში მონაწილეობდა. მას ეკუთვნის რამდენიმე პიესა ტელევიზიისათვის, რომელთაგან ცნობილია „საგვარეულო საძვალე“ და „კერძო სახლი“.

1976 წელს ელისეს მინდვრებზე თეატრ კომედიში შედგა პიერ შენოს პირველი პიესის - „იცოცხლეთ“ პრემიერა. ამ პიესამ 1976 წელს ტრისტან ბერნარის პრემია მიიღო. პიესა დიდი წარმატებით მიმდინარეობდა გერმანიაში, იაპონიაში, კანადაში, ესპანეთსა და ინგლისში, - სულ დაახლოებით 50-ზე მეტ ქვეყანაში.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები