შერეული კოლონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შერეული კოლონა - სალაშქრო კოლონა, რომელიც შედგება სხვადასხვა გვარეობის ჯარების ქვედანაყოფებისაგან (ნაწილებისაგან) ან ერთი ქვედანაყოფისაგან (ნაწილისაგან), რომლის შემადგენლობაშიც არის გამავლობის და მოძრაობის სიჩქარის მხრივ განსხვავებული ტიპის მანქანები.
შერეული კოლონა, საშუალებას იძლევა, შეინარჩუნონ ნაწილების (ქვედანაყოფების) ორგანიზაციული სტრუქტურა და სწრაფად განახორციელონ მათი გაშლა საბრძოლო წყობად.