შერიფ-ფაშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შერიფ-ფაშა (ჯაყელი) – ახალციხის ფაშა 1792-96, 1801-02, 1810-12, დაღესტნელებთან ერთად ხშირად აწყობდა ქურდულ თავდასხმებს საქართველოზე. 1796 შერიფ ჯაყელი ფაშობიდან გადააყენეს, სტამბოლში გაიწვიეს და ადანის ფაშობა უწყალობეს. 1801 ახალციხის ფაშობა დაიბრუნა. 1802 ისევ გააძევეს ახალციხიდან. 1810 ისევ დაიბრუნა ფაშობა. 1810 სელიმ ხიმშიაშვილმა კვლავ გააძევა ახალციხიდან, შერიფ-ფაშამ თავი სტამბოლს შეაფარა, სადაც გარდაიცვალა.