შერი და ხური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შერი და ხური – (ხეთ.) ღვთაებრივი ხარები, ჭექა-ქუხილისა და ტაროსის ღმერთის, თეშუბის, მცველები, რომლებიც მის ეტლში არიან შებმულნი. მათი საძოვრები დანგრეული ქალაქების უკაცრიელი ადგილებია. ღმერთის რისხვის შიშით ვერავინ ბედავს ამ გაპარტახებული ადგილების კვლავ დასახლებას და ქალაქად ქცევას. ტაროსის ღმერთის რისხვა კი, გასაგებია, რას გამოიწვევს. ყველა გაურბის ხარების წყენინებასაც – მათთვის საძოვრების წართმევას, ისინი ხომ მლოცველებს ტაროსის ღმერთთან შუამდგომლობენ. ამაზეა დამოკიდებული უხვი მოსავალი.