შერჰებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შერჰებელი − (გერმ. schärfhobel < scharf მჭრელი და hobel რანდა), სადურგლო ინსტრუმენტი მერქნის სარანდავად ბოჭკოების გასწვრივ, განივად და რაღაც კუთხით. შერჰებელის დანას აქვს მომრგვალებული ბოლო, რომელიც რანდვის შემდეგ ნაკეთობაზე ტოვებს მცირე სიღრმის კვალს. კონსტრუქციულად იგივეა, რაც ქართული შალაშინი.