შესაძლო იერიშების არე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შესაძლო იერიშების არე - საჰაერო სივრცის ნაწილი. მასში მყოფ თვითმფრინავს (ვერტფრენს) ან დაზიანების საშუალებების შემცველ სხვა საფრენ აპარატს შეუძლია გავიდეს დამიზნების ტრაექტორიაზე და შეასრულოს დამიზნებით სროლა (რაკეტების გაშვება, ბომბების, ტორპედოების ჩაყრა) მიწისზედა, წყალზედა, წყალქვეშა ან საჰაერო მიზნებზე.