შეტარდი ჟაკ იოახიმ ტროტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ იოახიმ ტროტ შეტარდი

ჟაკ იოახიმ ტროტ შეტარდი – (ფრანგ. Jacques-Joachim Trotti, marquis de La Chétardie; 3 ოქტომბერი 1705 — 1 იანვარი 1759), მარკიზი, ფრანგი დიპლომატი.

1727 იმყოფებოდა დიპლომატიური მისიით ლონდონში. შემდეგ– ჰააგაში;
1731-39 – საფრანგეთის დესპანი პრუსიაში;
1719-42 – რუსეთში, შეთქმულების მონაწილე, რომლის მიზანიც იყო რუსეთის ტახტზე ელისაბედ პეტრეს ასულის აყვანა. რუსეთსა და შვედეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავალი, მოითხოვდა რუსეთის მხრიდან შვედებისათვის ტერიტორიულ დათმობებს, რაც რუსეთის გარკვეული წრეების უკმაყოფილებას იწვევდა;
1742 წლის ივნისში გაიწვიეს პარიზში.
1743 კვლავ დააბრუნეს რუსეთში ელჩად დავალებით, რომ გაეძლიერებინა აქ საფრანგეთის გავლენა. შეტარდის შეთქმულებითი საქმიანობა წარუმატებლად დამთავრდა და 1744 იგი გააძევეს რუსეთიდან.
1745-49 იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში;
1749-დან – საფრანგეთის ელჩი სარდინიის სამეფოში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები