შეტევითი ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეტევითი ბრძოლა – ჯარების (ძალების) ტაქტიკური მოქმედებების ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგეზე გამარჯვების მისაღწევად; გამოიყენება დაპირისპირებული ტაქტიკური დაჯგუფების განადგურების და მნიშვნელოვანი რაიონის (ზღუდის, ობიექტის) დაზიანების მიზნით, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ პირობებს შემდგომი მოქმედებებისათვის. მისი მიზანია, მოწინააღმდეგის დაზიანება ყველა არსებული საშუალებით, გადამწყვეტი იერიში, ჯარების სწრაფი წინსვლა მისი განლაგების სიღრმეში, ცოცხალი ძალის განადგურება და დატყვევება, იარაღის, სამხედრო ტექნიკის, სხვადასხვა ობიექტისა და დასახული რაიონის (ზღუდის) ხელში ჩაგდება.