შეჭრილი ფხალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეჭრილი ფხალი – მხალეულის კერძი. გადარჩეულ და გარეცხილ ფხალს დაჭრიდნენ და ადუღებულ წყალში ჩაყრიდნენ – მოწალავდნენ. შემდეგ წყალს გამოუცვლიდნენ. როცა კარგად მოიხარშებოდა, გობზე გადაიტანდნენ და გაწურავდნენ, მერე საწებელში – ყურძნის კუხის, დაუმწიფებელი ყურძნის მწვანე მტევნის წვენში გახსნილ სუნელს – ნიორნარევ მარილში ჩანაყილ პრასას, მაკიდოს, ნიგოზსა და პილპილს შეურევდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:122.