შვაქვაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შვაქვაზ-ი (აფხ. Шәакәаз) – ნადირობისა და ნადირმფარველი ღვთაების („ა-ჟვეიფშაა“) მოსამსახურე. ზოგიერთი გადმოცემით არის ყრუ და თავისი პატრონის ნათქვამი: „მიეცი, ვისთვისაც არ მიგიცია“, ესმის, როგორც „მიეცი მას, ვისთვისაც მიგიცია“, და ისიც ნადირის მოკვლის შესაძლებლობას ერთი და იმავე მონადირეს აძლევს. ამის გამოა, რომ ზოგ მონადირეს მუდამ უმართლებს, ზოგსაც არა.
სხვა ვარიანტით, შვაქვაზი ყველა მონადირეს მფარველობს, ხშირად ხვდება მათ და მიჰყავს აჟვეიფშასთან, რათა ამ უკანასკნელისაგან მონადირეებმა სასურველი ნადირის მოკვლის ნებართვა მიიღონ. შვაქვაზი აჟვეიფშას ოჯახს სადილ-ვახშამს უმზადებს, შეჭმული ნადირის ძვლებს მისსავე ტყავში ახვევს, რათა ბატონმა კვერთხის დარტყმით ნადირი კვლავ გააცოცხლოს.
ლიტერატურა
- Д.И. Гулия. Божества охоты и охотничий язык у абхазов (К этнографии Абхазии). Сухуми, 1926;
- Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957.