შთაგონება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შთაგონება – განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა, ძალების მოზღვავებისა და აღმაფრენის შეგრძნება, ცნობიერების „უკონტროლო დინება“ (დ. უზნაძე), ინტელექტუალური და ემოციური პოტენციალის სრული მობილიზაცია, მიმართული შემოქმედებითი ამოცანის გადასაჭრელად. ეს მდგომარეობა გამოირჩევა აქტივობით, ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის სიმსუბუქით, „შეპყრობილობის“ განცდით, თავდავიწყებით. შთაგონების მდგომარეობაში გამახვილებულია ყურადღება, მეხსიერება, ნებელობა, მწვერვალს აღწევს ემოციური დაძაბულობა. პლატონმა ამ მდგომარეობას „ღვთიური სიშმაგე“ უწოდა. შთაგონება უდიდესი მოვლენაა თეატრალურ ხელოვნებაში, მაგრამ არასაკმარისად ეფექტური, თუკი არ არის წილნაყარი პროფესიულ ჩვევებთან და ოსტატობასთან. სწორედ აღმაფრენისა და ოსტატობის სინთეზი განასხვავებს მას ჩვეულებრივი ექსტაზისაგან.


მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები