შიზოფრენია სენესთოპათიური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შიზოფრენია, სენესთოპათიური- (schizophrenia, coenaesthopathic), ზოგადი ცუდი ბუნება-განწყობის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება პათოლოგიური შეგრძნებებით სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რაც შეუძლებელია აიხსნას გარკვეული პათოლოგიური პროცესით. როდესაც შიზოფრენიის კლინიკურ სურათში სენესთოპათიები აღინიშნება, ვითარდება მათი ბოდვითი ინტერპრეტაცია.
ტერმინი უპე-ს (1862-1921) მიერ იყო შემოთავაზებული. დღეს სენესთოპათიური შიზოფრენია არ წარმოადგენს საყოველთაოდ მიღებულ დიაგნოსტიკურ კატეგორიას და ამ ტერმინის შემდგომი ხმარება რეკომენდებული არ არის.