შიიტაკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
SHIITAKE.PNG

შიიტაკე (ლათ. Lentinula edodes)

შორეულ აღმოსავლეთში ყველაზე გავრცელებული სოკოა შიიტაკე, რომელიც იზრდება მუხაზე, რცხილასა და წიფელზე და იწვევს მერქნის ინტენსიურ ლპობას. ბუნებრივ პირობებში გვხვდება მხოლოდ იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიასა და ფილიპინებზე. მას საჭმელად ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იყენებდნენ. კულტივირებადი სოკოა, ხელოვნურად მოჰყავთ იაპონიაში, ჩინეთში, ტაივანზე და დიდი რაოდენობით აწარმოებენ ექსპორტს (გამხმარი სახით) – საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ამჟამად მოჰყავთ ევროპაშიც. მის ხელოვნურად მოსაყვანად საჭიროა ტემპერატურა 12200C და მაღალი ტენიანობა. მოჰყავთ ხის მორებზე, ძირითადად ღია ადგილებში, აგრეთვე სათბურებში და სხვა სათავსოებში.

ბოლო ხანებში შიიტაკეს ყურადღება მიაქციეს მედიკოსებმა. მათი დასკვნით სოკო აძლიერებს იმუნურ სისტემას და არეგულირებს წნევას, ებრძვის ისეთ მძიმე და გავრცელებულ დაავადებებსაც, როგორიცაა კიბო და ათეროსკლეროზი, ამავე დროს დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინს – რეგულარულად მისი საკვებად გამოყენება „ცუდ ქოლესტერინს“ გარდაქმნის „კარგ ქოლესტერინად“, რასაც ახერხებს ნივთიერება ლენტიზინის მეშვეობით.

70-იანი წლების დასაწყისიდან მეცნიერებაში სერიოზულად იკვლევენ შიიტაკეს კიბოსსანინააღმდეგო თვისებებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იგი აჩერებს სიმსივნის განვითარებას გამოყოფს „ლენტინანს“, რისი საშუალებითაც მობილიზებას უკეთებს ისეთ უჯრედებს, რომლებიც კლავს სიმსივნეს და აძლიერებს ორგანიზმის სხვა დამცველ ძალებს. იაპონიაში ამ პრეპარატს იყენებენ კუჭის კიბოს სამკურნალოდ. იმ ქვეყნებში, სადაც შიიტაკე ხარობს, ხალხური მედიცინა ამ სოკოს თითქმის 1000 წელზე მეტი ხანია იყენებს ჰიპერტონიის, გაცივების, გრიპისა და ვირუსული ინფექციით გამოწვეული სასუნთქი გზების კატარის დროს. იგი აჯანსაღებს თმას, დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოტინს, რაც ამაგრებს ფრჩხილებს და ჯანმრთელ იერს აძლევს კანს.

გარდა ამისა, სოკო ორგანიზმში წარმოქმნის ინტერფერონს, რომელიც ჩვენი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი მედიატორია. თავისი ანთებსაწინააღმდეგო თვისებების გამო შიიტაკე ძალიან ეფექტურია ნიკრისის ქარის დროსაც. იგი, როგორც ასპირინი, აყუჩებს ტკივილს, აქრობს სახსრების ანთებით პროცესს და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები