შილე ეგონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგონ შილე. შიშველი ავტოპორტრეტი, 1911; გუაში, ფანქარი, ქაღალდი, 51.4X35 სმ. მეტროპოლიტენ მუზეუმი, ნიუ იორკი, მუზეუმს გადაეცა 1982 წელს, სკოფილდ ტეიერის ანდერძის თანახმად

ეგონ შილე - ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს (Egon Schiele, 1890-1918) 1911 წლით დათარიღებული შიშველი ავტოპორტრეტი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვით იქცევს მაყურებლის ყურადღებას. შილეს მამა სიფილისით გარდაიცვალა. ამან დიდი გავლენა იქონია, მაშინ 14 წლის მხატვარზე, რომელისთვისაც სექსუალურობა სამუდამოდ ტანჯვასთან იქნა გაიგივებული. შილეს მრავალ ნახატსა, თუ აკვარელში ქალები დამამცირებელ, ღია სექსუალურ პოზებში არიან წარმოდგენილნი, რაც ხაზს უსვამს მათ ცხოველურ ბუნებას. მრავალ ავტოპორტრეტში მხატვარი საკუთარ თავსაც აპყრობს ასეთსავე დაუნდობელ მზერას, რომელშიც სექსუალურობისა და სხეულისადმი მისი ღრმად გაორებული დამოკიდებულებაა გამოვლენილი.

ავტოპორტრეტში მხატვრის ტკივილით სავსე, ველური მზერა მაყურებლისკენაა მიპყრობილი. მკვეთრი ნათებით გარემოცული, გატანჯული, თითქოს გაწელილი სხეული ხელებისა და გენიტალიების გარეშეა გამოსახული. დასახიჩრებული სხეულის ასეთი საგანგებო დემონსტრირება ზოგიერთებმა, ფროიდის მოდური თეორიის მიხედვით, სიმბოლურ თვითგვემად მიიჩნიეს, რომელსაც მხატვარი მასტურბაციისთვის შენდობის მისაღებად მიმართავდა და რომელსაც, დამკვიდრებული აზრით, შეშლილობამდე მიჰყავდა ადამიანი.





წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები