შინგეკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინგეკი – (სიტყვასიტყვით – „ახალი დრამა“) – მიმართულება იაპონურ თეატრში. აღმოცენდა მე-20 ს. დასაწყისში ევროპული დრამის გავლენით. შინგეკის მოძრაობა წამოიწყო თეატრალურმა მოღვაწემ და დრამატურგმა ცუბოუჩი შოოიოომ, რომელმაც 1906 წ. შექმნა და უწინამძღოლა ახალი თეატრის პრობლემების შემსწავლელ „ლიტერატურულ საზოგადოებას“. 1909 წ. ეს საზოგადოება გარდაიქმნა თეატრად და მასთან არსებულ სტუდიად, სადაც მიმდინარეობდა ახალგაზრდა მსახიობების აღზრდა.

შინგეკის ბაზაზე წარმოიშვა მისი მსგავსი მხატვრული ორიენტაციის სხვა თეატრებიც, რომლებიც დგამდნენ მე-19 საუკუნის მე-2 ნახ. და მე-20 საუკუნის ევროპული დრამატურგიის სხვადასხვა ნაწარმოებებს. 1926 წ. შინგეკის რეპერტუარში შევიდა იაპონელი დრამატურგების პიესებიც. 1940 წ. შინგეკის მიმართულების თეატრები დახურეს, ხოლო მსახიობთა დიდი ნაწილი დააპატიმრეს. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, შინგეკის თეატრებმა კვლავ აღადგინეს მოღვაწეობა. 60-იან წწ. იაპონიაში ფუნქციონირებდა შინგეკის 40 დასი. მე-20 ს. დამლევს შინგეკიმ საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი იაპონიის თეატრალურ კულტურაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები