შიონემანი იოჰან ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან ფრიდრიხ შიონემანი

იოჰან ფრიდრიხ შიონემანი – (1704-1782), გრმანელი კომიკური მსახიობი, არლეკინის როლის სახელგანთქმული შემსრულებელი იყო. ნოიბერის რუსეთში საგასტროლო მოგზაურობისას შიონემანი განუდგა მას და ცალკე დასი ჩამოაყალიბა, რომელშიც მოღვაწეობდნენ მსახიობები: სოფი შრიოდერი, ეკჰოფი და აკერმანი.

შიონემანი არ გამოირჩეოდა კულტურულობით, მაგრამ იყო საქმიანი ადამიანი. მას შეეძლო ხალხის შემოკრება და მათი საინტერესო იდეების გამოყენება. შიონემანი თავის თეატრში დგამს კლასიცისტურ ტრაგედიებს და კომედიებს. ნოიბერისაგან განსხვავებით, არ უარყოფდა ხალხურ თეატრალურ ტრადიციებს და თავის თეატრში აღადგინა განს ვურსტის ტიპაჟი. შემდეგ შიონემანი ბერლინში გადადის, სადაც ჯერ კიდევ ძველი სახელმწიფოებრივი სათეატრო ჟანრები, კომიკური ბალეტები და არლეკიანიდებია გაბატონებული, ანუ, ყოველივე ის, რაც დიდი სიძნელით დაძლია კაროლინა ნოიბერმა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები