შისტოსომა
შისტოსომა – (Schistosoma; ბერძნ. schistos ჩამოჭრილი კიდე + soma სხეული), ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Schistosomatidae-ს ოჯახს. სქესგაყოფილი ტრემატოდები. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – წყლის მოლუსკები. ცხოველებისა და ადამიანის შისტოსომოზის აღმძვრელები.
სახეობები:
- Schistosoma bovis – პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, თხის, ანტილოპას, იშვიათად, ცხენის კარის და ჯორჯლის სისხლძარღვებში. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აზიასა და აფრიკაში;
- Sch.mattheei – პარაზიტობს შინაური და გარეული მცოხნელების კარის და ჯორჯლის სისხლძარღვებში. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში;
- Sch.indicum – პარაზიტობს ცხენის, სახედრის, ჯორის, ჯორცხენას, აქლემის, მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის ჯორჯლის ვენებში, ღვიძლსა და ნაწლავების სისხლძარღვებში. ცხენის ღვიძლში იწვევს წერტილოვან ციროზს. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში;
- Sch.nasale – პარაზიტობს ძროხეულის, თხისა და ცხენის ცხვირის ლორწოვანი გარსის ვენებში;
- Sch.japonicum – პარაზიტობს ადამიანის, ძროხეულის, ცხენის, ცხვრის, ძაღლის, კატის, ღორის მეზენტერიალურ და პორტალურ სისხლძარღვებში. გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთში.