შიტე – (იაპ. – „მოქმედი“), მთავარი როლის შემსრულებელი იაპონურ ნოოს თეატრში. ვაკისგან განსხვავებით, შიტეს აუცილებლად უკეთია ნიღაბი.
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი