შიფრი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიფრი (ფრანგული chiffre – ციფრი) – საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გარდაქმნის ხერხი, რომლის გამოყენებითაც არაკანონიერი მომხმარებლისთვის მიუწვდომელი ხდება ინფორმაცია კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებებით ან საფოსტო გზავნილების სახით გადაცემის დროს.

შიფრის რეალიზაციისთვის გამოიყენება დასაშიფრი მანქანები, გამოთვლითი ტექნიკის აპარატულ-პროგრამული საშუალებები და სხვა. ღია ტექსტის კონკრეტული გარდაქმნა დახურულ ტექსტად განისაზღვრება გასაღებით – შიფრის ცვლადი ელემენტით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები