შიშველი აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიშველი აკაკი (Celtis glabrata) – 3-5 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქი აკაკისებრთა ოჯახიდან, გვალვაგამძლე, სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარე. გავრცელებულია ფრაგმენტულად აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რაიონში. საქართველოს გარეთ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის რაიონებში და წინა აზიაში გვხვდება. იზრდება მშრალ ადგილებსა და ქვიან ფერდობებზე, გამოფიტულ ნიადაგებზე მთის ქვედა და შუა სარტყელში. სამხრეთ საქართველოს მთის ქსეროფიტების ერთ-ერთი კომპონენტია. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები